გამოკითხვა

https://images.app.goo.gl/i4po8nuPtUmaC5nZA

პროექტი ,,მოგზაურობა ანტიკურ ხანაში"


1.პროექტის  სახელწოდება- "მოგზაურობა ანტიკურ სამყაროში-                                            ეგვიპტე,რომი,საბერძნეთი და  საქართველო".

2.პროექტის მთავარი იდეა- ამ პროექტზე მოსწავლეები მუშაობენ სკოლაში და სახლში. სახლში შესასრულებელ  სამუშაობს  ანაწილებს კაპიტანი,რომელიც აწარმოებს დღიურს.  

                            პროექტი შედგება სამი ნაწილისაგან:

1. "ვიზუალური ნაწილი"-ფორმატზე შესრულდება თავისუფალი კომპოზიცია, რომელშიც გამოყენებულია   სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხები  დამასალები.ფორმატი შეიძლება შესრულდეს 3D   ფორმატში .  შესრულებულ ნამუშევარში უნდა იგრძნობოდეს მოსწავლეთა სულიერი  მდგომარეობა და დამოკიდებულება ქვეყნის  კულტურულ ფასეულობათა მიმართ.

 2."ინფორმაციული ნაწილი"-მოსწავლემ უნდა მოიძიოსინფორმაცია შესაბამისი ქვეყნის ხელოვნების ნიმუშებზე.ინფორმაცია მოძიებული იქნება ინტერნეტში, სკოლის და პირად ბიბლიოთეკებში. ინფორმაცია ჩაიწერება თაბახის ფურცლებზე და აიკინძება.                                                                         3."პრეზენტაცია"-მოსწავლეები პრეზენტაციას უკეთებენ  1  და 2 ნაწილს. ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს პრეზენტაციაში.

3 .პროექტის  აქტუალურობა-  პროექტი მონაწილეებში ავითარებს   მრავალ უნარ-ჩვევებს.მოსწავლეები  ინტერპრეტირების,ანალიზის,სინთეზის  საფუძველზე ახდენენ ცოდნის კონსტრუირებას. ერთმანეთთან თანამშრომ-         ლობის,ურთიერთპატივისცემის და კომუნიკაციის გზით კაპიტანი  ადგენს სამუშაო გეგმას და კონტროლებს მის შესრულებას.   მოსწავლეები იყენებენ ისტ-ს და სწავლობენ  ცოდნის  გამოყენებას პრაქტიკაში.

4. პროექტის მიზნები- მოსწავლემ   მიღებული  ცოდნის საფუძველზე  უნდა  შეძლოს  დაკვირვებულობის,არგუმენტირებული მსჯელობის, პრაქტი- კული,საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

  -მოსწავლემ შეძენილი ცოდნის და წარმოსახვის უნარის საფუძველზე შეძლ-
ლოს    თავისუფალი კომპოზიციის შექმნა.                                                                                                                                                                                                            

  -მოსწავლემ შეძლოს ზემოთ აღნიშნულ კომპოზიციაში სხვადასხვა გმომსახ- ველობითი ხერხების გამოყენება (ხაზი,ფერი,კომპოზიციური განაწილება, შუქ-ჩრდილი,პერსპექტივის კანონები.).

  -მოსწავლემ შეძლოს ჯგუფში მუშაობა,სამუშაოს დაგეგმვა ,განაწილება და შესრულება.

   -მოსწავლემ შეძლოს შესრულებული მასალების წარდგენა აუდიტორიის წინაშე.

5. მოსწავლეთა ასაკი- მე-9 კლასი.

6. ვადები/ხანგრძლივობა-პროექტი გრძელვადიანია და მოიცავს 4 საგაკვეთილო  საათს.    

       2  საგაკვეთილო საათი- 45 წთ.  საორგანიზაციო    საკითხები. 

                                                          45 წთ. პრეზენტაცია 

      2 საგაკვეთილო საათი- 15 წთ. ეთმობა ექვსი გაკვეთილის განმავლობაში, ინფორმაციას მოსწავლეების მხრიდან პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

7. მოსალოდნელი შედეგები- ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას ნამუშევარში ჩანაფიქრის გადმოსაცემად.

  -სხვადასხვა მონასმებითა და ეფექტებით  ქმნის სხვადასხვა ფაქტურას და გადმოსცემს განწყობას.                                            

 -მოიძიებს ინფორმაციებს  საკოუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენებით. 

 -ახდენს ცოდნის კონსტრუირებას.გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების  ნი-

  მუშების მხატვრული ღირებულებების შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს სა-

  კუთარი აზრი.

   -სწავლობს ჯგუბთან მუშაობას და სხვებთან კომუნიკაციას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები- ხელოვნების სახელმძღვანელო,ინტერნეტი,ქსეროქსი, არასაპროგრამო  ლიტერატურა ,სახატავი საშუალებები,კომპიუტერი.

9.პროექტის მსვლელობა:                                      1.მოსწავლეებთან შეთანხმებით არჩეულია თემები: საბერძნეთი, რომი, ეგვიპტე და საქართველო .                                                                                                                              2. ფარული კენჭისყრით გაირკვევა გუნდის კაპიტნები.კაპიტნები კი გარკვეული თანმიმდევრობით  ასახელებენ გუნდის წევრებს .ასევე ფარული კენჭისყრით გაირკვევა რომელი გუნდი რომელ თემაზე მუშაობს.

3. გუნდის კაპიტანი აწარმოებს დღიურს,რომელშიც აღნიშნულია  სათითაოდ   გუნდის  წავრების მიერ შესრულებული სამუშაოები და მათი შესრულების ხარისხი.

4. მოსწავლეები  მოიძიებენ ინფორმაციებს, ფოტოებს   და სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებით და მასალებით ასრულებენ ფორმატს და საინფორმაციო წიგნს.

 5.  პრეზენტაცია მიმდინარეობს  ჯგუფის ყველა წევრის მონაწილეობით. კაპიტანი აკეთებს ანოტაციას ჯგიფის მუშაობის შესახებ.

10. ეროვნულ სასწავლო გეგემასთან კავშირი:                   ს.გ. 9-1  მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად  გამოიყენოს ხელოვნების ელემენტები ,პრინციპები,სხვადასხვა მასალა,ტექნიკა და  პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.

 ს.გ. 9-2  მოსწავლე აღიქვამს სამყაროს,როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია ასახოს ეს ნამუშევარში.

ს.გ. 9-3  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სამუშაო.

ს.გ. 9-4   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული ნიმუშების ანალიზის დროს.

ს.გ. 9-6  მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და  ხელოვანის შემოქმედებაზე.

ს.გ. 9-8  მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს  საზოგადოების ცხოვრებაში.

11. პროექტის ხელმძღვანელი- ხელოვნების პედაგოგი ჟვანია ნინო

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino.jvania1963@gmail.com

13.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:ninojvania.blogspot.com


      
       
                          

                                                                     

      
      
        














Комментариев нет:

Отправить комментарий