გამოკითხვა

https://images.app.goo.gl/i4po8nuPtUmaC5nZA

пятница, 24 июня 2016 г.

ინტელის ტრენინგის რეფლექსია


დავასრულეთ 9 დღიანი ტრენინგი, ,,პროექტებით სწავლება", რომელიც მიუხედავად ბევრი სირთულისა საინტერესო გამოდგა, იმედი მაქვს შევძლებ შესწავლილის პრაქტიკაში გამოყენებას და ჩემს მოსწავლეებთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებ. შევქმენი,,ჩემი პორტფოლიო"
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესშიმე მინდა კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმორომლებშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც  აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
ტრენინგი შედგებოდა 8 მოდულისაგან:
  • მოდული 1-პროექტებით სწავლება
  • მოდული 2-ჩემი პროექტის დაგეგმვა
  • მოდული 3-კავშირები
  • მოდული 4-სასწავლო ნიმუშების შედგენა
  • მოდული 5-მოსწავლის პროექტის შეფასება
  • მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის
  • მოდული 7-ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
  • მოდული 8-პროექტის პორტფოლიო ჩვენება
 
პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიაირა .განვიხილეთ 1 მოდულის 1,2 აქტივობები,ვნახეთ სხვადასხვა პროექტების ნიმუშები.შევისწავლეთ ელექტრონული საქაღალდის შექმნა და შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი,პორტფოლიოს ჩეკლისტი,პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტები.განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები და შევინახეთ პორტფოლიოში. შევქმენით ფაილები,ბლოგები რომელზედაც შეგვეძლება ჩვენი ნამუშევრის გამოქვეყნება. დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

ეს დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო.მოვისმინეთ პროექტისთვის საინტერესო იდეები.კიდევ ერთხელ მოვიძიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები. მოვარგეთ ჩვენს პროექტებს .დავწერეთ პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. დავსახეთ პროექტის მიზნები.გავეცანით,როგორ უნდა დავგეგმოთ სტატია და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.ვიმუშავეთ გამოცემის შაბლონების შექმნაზე,რაც ნაწილობრივ დავასრულეთ.ვისწავლეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ google drive-ზე  wordis dokument-ში.განვიხილეთ ბროშურის შექმნა და ვნახეთ როგორ შევარჩიოთ სასურველი საკითხები,რათა ბროშურა საინტერესო იყოს მკითხველისთვის,ვნახეთ მისი ნიმუშები და გავაანალიზეთ.დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ნამუშევრები,მივიღეთ დავალება,როომელიც უბდა შევასრულოთ სახლში.




კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემო პროექტის სასწავლო გეგმის სტანდარტებს და მოვარგე ჩემს თემას.შევიმუშავეთ მოსწავლეთა ამოცანები და  სწავლის შედეგები.დაწვრილებით კიდევ ერთხელ განვიხილეთ როგორ უნდა დაიწეროს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და დავასრულეთ მასზე მუშაობა.ვისაუბრეთ პროექტზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილ  პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე.მადლობა ტრენერს.


ტრენინგი უფრო ღრმა ფაზაში შედის და უფრო საინტერესოა.გავეცანით შეფასების ფორმებს,ეფექტურ სტრატეგიებს.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა,ასევე შევადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი შეფასების ფორმა.შევისწავლე                
google drive-ზე  povier points-ში მუშაობა,ვნახეთ პრეზენტაციები და შევქმენით ჩვენი პრეზენყაცია.განვიხილეთ მისი ბლოგზე გამოქვეყნება.

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას.განვიხილეთ როგორ დავიცვათ და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს სააავტორო უფლებების დაცვა.უნდა გამოვუმუშავოთ მათ უნარჩვევები ამისათვის.ასევე ვისწავლეთ როგორ შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.ვისწავლეთ ვიდეოს დასურათების გადმოწერა. შევინახეთ პროექტისთვის საწირო ფოტოები და ვიდეოები პაპკებში..კომენტარები გაუკეთეთ ერთმანეთის ნამუშევრებს.
ყველაზე საინტერესო იყო მოსწავლის პოზიციაში ცადგომა  და საკითხის მისი თვალით დანახვა.დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.


დღევანდელი დღე ძალიან  საინტერესო და ნაყოფიერი იყო.შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა,ვისწავლეთ როგორ გავუკეთოთ კომნენტარები,რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაშიმოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის მიხედვით შევავსეთ შეფასების რუბრიკა.პროექტის ზოგადი შეფასების რუბრიკა. დავამატეთ სლაიდები.პროექტის გეგმაში შევიტანეთ კორექტირება.შევისწავლეთ კლასის კვლევისათვის კითხვარების შედგენა და მათი გაზიარება ,ასევე  მისი კორექტირება ონლაინ რეჟიმში რამდენიმე დაინტერესებულ პირთან ერთად.დიდი მადლობა ტრენერს.


დღე ძალიან შრომატევადი იყო.  დავასრულეთ მოსწავლისათვის პროექტის პრეზენტაციის შაბლონი, რაც დაეხმარებათ მოსწავლეებს ორგანიზებულად მუშაობაში.შევისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება,განვიხილეთ ყველა სტრატეგია და ყველა საკითხი ცალ-ცალკე და ვიმუშავეთ წყვილებში   დიფერენცირებულ სწავლებაზე ,რაც გვეხმარება  მოსწავლეთა დავალებების შესაბამის განაწილებაზე.



კიდევ ერთხელ განვიხილეთ გეგმა და პრეზენტაცია. განვიხილეთ დისკზე და ბლოგზე ფაილის ატვირთვა.განვიხილეთ უკუკავშირის მიღება მოსწავლიდან,გვქონდა უკუკავშირი და ვიმუშავეთ წყვილებში, ერთმანეთს ვაძლევდით რჩევებს.
დღეს კიდევ ერთხელ გადავავლეთ ტალი  ბლუმის ტაქსონომიას (ახალი ვარიანტი),მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებს,კიდევ ერთხელ გადავათვალიერეთ სტანდარტების და მიზნების რუბრიკა,გადავათვალიერეთ ცვენი პროექტეი და შევიტანე შესწორებები.



ბოლო დღეც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა.ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ ბლოგზე.ინდივიდუალურად გავაკეთეთ პრეზენტაციები.შევაფასეთ ერთმანეთის მუშაობა.ტრენინგი ძალიან კარგი იყო.ამ პროექტით ბევრი საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა მივიღე,რაც უდაოდ გამომადგება სასწავლო პროცესში.წარმატებები ყველა პედაგოგს.